საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვას იწყებს.

არსებითი განხილვა 21, 22 და 23 ოქტომბერს არის დაგეგმილი.

საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 წევრი აწერს ხელს. მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: - “ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; “კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია მელია გირჩი დროა“; “ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, “ფედერალისტური პარტია“ და პარტია “გახარია საქართველოსთვის“.

სარჩელის განხილვა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში გადაიცემა.  სხდომების პირდაპირი ტრანსლაცია პარალელურ რეჟიმში სასამართლოს ოფიციალურ იუთუბარხზეც განხორციელდება.

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს სარჩელის განხილვა აქციის ფონზე მოუწევთ - სასამართლოს შენობასთან დღეს საპროტესტო აქცია გაიმართება. ადგილზე დილიდან უამრავი სამართალდამცველია მობილიზებული.

ასევე შეზღუდვები დაწესდა ჟურნალისტებისთვის - მედიას დღეს სხდომათა დარბაზში არ შეუშვებენ.