ქუთაისში მამაკაცის გადავარდნის და გარდაცვალების შემდეგ მიწისქვეშა გადასასვლელის ჩასასვლელს მოაჯირები გაუკეთეს.
შემთხვევა ფალიაშვილის ქუჩაზე 2 ივნისს მოხდა.
შუახნის მამაკაცი შესასვლელის ჯებირზე ჩამოჯდა, რა დროსაც, თვითმხილველების ინფორმაციით, წონასწორობა დაკარგა, უკან გადავარდა და მიყენებული დაზიანებებისგან ადგილზევე გარდაიცვალა.
მიწისქვეშა გადასასვლელში დასაქმებულთა განცხადებით, აღნიშნულ მონაკვეთზე მსგავსი შემთხვევა უკვე მეორედ მოხდა.