ქუთაისში, ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელში უბედური შემთხვევა მოხდა. შუახნის მამაკაცი შესასვლელის ჯებირზე ჩამოჯდა, რა დროსაც, თვითმხილველების ინფორმაციით, წონასწორობა დაკარგა, უკან გადავარდა და მიყენებული დაზიანებებისგან ადგილზევე გარდაიცვალა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ბრიგადები.
მიწისქვეშა გადასასვლელში დასაქმებულთა განცხადებით, აღნიშნულ მონაკვეთზე მსგავსი შემთხვევა უკვე მეორედ მოხდა. მათი თქმით, უსაფრთხოების მიზნით, გვირაბის თავზე დამცავი მოაჯირების მოწყობას დიდი ხანია, ითხოვენ, თუმცა პრობლემა ამ დრომდე მოუგვარებელია.
ფოტოებსა და ინფორმაციას ჟურნალისტი დავით ცხვარაძე ავრცელებს.