ვანის საკრებულოს ყოფილი წევრი და გრიგოლ ლილუაშვილის ახლობელი ბიჭიკო პაიკიძე, რომელზეც ძებნა იყო გამოცხადებული, ესპანეთში დააკავეს.
ამის შესახებ სასამართლო პროცესზე საქმის პროკურორმა, ბექა ხუნაშვილმა განაცხადა.
სუსმა გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავზე, ბიჭიკო პაიკიძეზე ძებნა 24 სექტემბერს გამოაცხადა. ამავე დღეს კი დააკავა 5 პირი, მათ შორის, პაიკიძის კომპანიის დირექტორი ვალერიან კვარაცხელია. გამოძიება დაკავებულებს ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილი 4 184 249 ლარის მოტყუებით დაუფლებას ედავება. 26 სექტემბერს მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. პაიკიძეს დაუსწრებლად.