ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, დღეს, 17 მაისს 10 ქალაქში მსვლელობა იმართება.

საყოველთაო მსვლელობა იმართება შემდეგ ქალაქებში: თბილისი – ქაშუეთის ტაძარი; რუსთავი – მერია; ქუთაისი – აღმაშენებლის სახელობის ტაძარი; გორი – აღდგომის ტაძარი; ბათუმი – საკათედრო ტაძარი; ახალციხე – ამაღლების ტაძარი; ზუგდიდი – დადიანების ტაძარი; თელავი – ღვთისმშობლის ტაძარი; მცხეთა – თეატრონი; ოზურგეთი – საკათედრო ტაძარი.

17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღედ 2014 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ გამოაცხადა.