საქართველოში სიგარეტი საშუალოდ 20-30 თეთრით გაძვირდა, - ინფორმაციას BPN ავრცელებს. გამოცემას სავაჭრო ობიექტებში განუცხადეს, რომ ეს საბოლოო გაძვირება არაა და იმპორტირებულ სიგარეტზე ფასმა იანვრის ბოლომდე შესაძლოა, ისევ მოიმატოს.

თამბაქოს გაძვირების ერთ-ერთი მიზეზი საქართველოს საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებები გახდა, რომლის მიხედვითაც 2026 წლის1 იანვრიდან იმპორტირებულ სიგარეტზე აქციზის ღირებულება 85 თეთრით გაიზარდა.

1 იანვრიდან ძალაში შევიდა "ოცნების" კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, ინიციატორების მტკიცებით, მიზანი "ადგილობრივი წარმოების დაცვა და სექტორში კონკურენტუნარიანობის ზრდაა“. შესაბამისად, თამბაქოს შემცველობით იმპორტირებული სიგარეტის აქციზის ფასი 1,9 ლარიდან 2,75 ლარამდე მოიმატებს, ხოლო იმპორტირებული ნაწარმის, რომელიც თამბაქოს ან აღდგენილ თამბაქოს შეიცავს აქციზი 1,85 ლარიდან 2,7 ლარამდე გაიზრდება.