ორგანიზაცია Index on Censorship-მა გამოხატვის თავისუფლების ყოველწლიური ჯილდოს (Freedom of Expression Awards) 2026 წლის ფინალისტთა სია გამოაქვეყნა.
ფინალისტთა შორისაა დამოუკიდებელი ონლაინმედიების გაერთიანება „სინათლე მედია“.
ჯილდო გადაეცემათ გამორჩეულ ადამიანებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც მსოფლიოს მასშტაბით გამოხატვის თავისუფლებას იცავენ.
"სინათლე მედია“ ჟურნალისტიკის კატეგორიაშია ნომინირებული. ამ კატეგორიის ფინალისტები ასევე არიან Abzas Media (აზერბაიჯანი) და Vorskla (უკრაინა).
დამოუკიდებელი ქართული ონლაინმედიების გაერთიანების შესახებ ორგანიზაცია Index on Censorship წერს: "სოლიდარობისა და მდგრადობის ქსელი, რომელიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოქმედ დამოუკიდებელ ონლაინმედიას აერთიანებს. ის შემზღუდავი, ე.წ. „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონმდებლობისა და სახელმწიფო რეპრესიების საპასუხოდ შეიქმნა, რათა დამოუკიდებელი ხმების ჩახშობას წინ აღუდგეს“.
Freedom of Expression Awards-ის წლევანდელი გამარჯვებულები 19 ნოემბერს გამოვლინდებიან.