ეროვნული ლიგის 30-ე ტური სანახაობრივი შეხვედრით დასრულა – „იბერიამ“ ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლა და პირველ ტაიმში მოპოვებული სოლიდური უპირატესობის მიუხედავად, მინიმალური სხვაობით მოიგო – 3:2.
"მიხეილ მესხი – არენაზე“ გამართული შეხვედრა თბილისელებმა შესანიშნავად დაიწყეს და შესვენებამდე ზვიად ნაჭყებიას (17), ამირან ძაგანიას (27) და გიორგი ბერიძის გოლებით 3:0 დაწინაურდნენ.
ქუთაისელები მხოლოდ მეორე ტაიმში გააქტიურდნენ და ვლადიმერ მამუჩაშვილისა (49) და ფელიპე პირესის (68) ზუსტი დარტყმებით სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანეს. მაგრამ თბილისელებმა გამარჯვება მაინც შეინარჩუნეს.
30 ტურის შემდეგ ქუთაისის „ტორპედო“ (37) მე-7 პოზიციაზეა.