ქუთაისში ქორწილის ესკორტი ორ ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა.
ქვეითები ცენტრალურ მოედანზე გზას კვეთდნენ.
დაშავებულები, რომლებიც ტურისტები არიან, სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.
"ტურისტები გზაზე გადარბოდნენ და ქორწილის ესკორტის მანქანამ გაკრა. საბედნიეროდ, მსხვერპლი არაა",- ამბობს თვითმხილველი "ინფო იმერეთთან" საუბრისას.
ადგილზე მობილიზებული იყვნენ პოლიციელები და მედიკოსები.
"ინფო იმერეთს" შსს-ში განუცხადეს, რომ გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო.