იმერეთში ათეულობით სოფლის მოსახლეობა წლებია, გზის საფარის მოწესრიგების მოლოდინშია.
"ინფო იმერეთის" ფეისბუკგვერდზე ადგილობრივებს ვკითხეთ დაესახელებინათ სოფელი, სადაც გზის საფარი მოსაწესრიგებელია. პასუხად მოქალაქეებმა რეგიონის 12-ვე მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფელი დაასახელეს.
მოსახლეობის თქმით, წლებია, მათ პრობლემის მოგვარებას ჰპირდებიან, თუმცა უშედეგოდ.
"ყოველი არჩევნების წინ გვპირდებიან, რომ ახლა მოგვეცით ხმა და გაისად გზის დაგებას ვიწყებთო, არჩევნები სრულდება, კაბინეტებში შედიან და ჩვენი პრობლემები ავიწყდებათ", - აცხადებენ ადგილობრივები.