UFC-ს ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი დღეს აბუ-დაბიში რუს პიოტრ იანს შეხვდება.

მერაბ დვალიშვილმა სუპერმსუბუქი წონის მორიგი საჩემპიონო ბრძოლის წინ წონა წარმატებით ჩააბარა.

აწონვების ოფიციალური ცერემონიის დროს დვალიშვილმა 61 კგ დააფიქსირა. მაქსიმალური დასაშვები წონა 61.2 კგ-ია.

დვალიშვილისა და იანის დაპირისპირება თბილისის დროით, სავარაუდოდ, 23:30 საათიდან დაიწყება.

მერაბ დვალიშვილმა სუპერმსუბუქი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი გასული წლის დეკემბერში სწორედ პიოტრ იანთან დაპირისპირებაში დაკარგა და ახლა ტიტულის დაბრუნების შანსი აქვს.