ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე, ტრანსპორტის მოსაცდელის ვიტრინები ჩამსხვრეულია.
ტრანსპორტის გაჩერება ქუთაისში, 31-ე სკოლის წინ არის. იქვეა საჭადრაკო კლუბი, შესაბამისად, მოსაცდელთან ყოველდღიურად უამრავი მოსწავლე დგას და ტრანსპორტს ელოდება.
დაზიანებული ინფრასტრუქტურა არა მხოლოდ ამახინჯებს ქალაქის იერსახეს, არამედ რეალურ საფრთხეს წარმოადგენს არასრულწლოვნების უსაფრთხოებისთვის.
"აქ ბავშვმა დაზიანება რომ მიიღოს, ვინ აგებს პასუხს? როგორ შეიძლება ასეთ რაღაც ზოგადად ხდებოდეს გაჩერებაზე და მით უმეტეს სკოლის წინ", - ამბობს ადგილობრივი.