ქუთაისელი ძიუდოისტი ლუკა თევდორაძე (-90 კგ) ტაჯიკეთში გამართული დუშანბეს ახალგაზრდული გრან-პრის (Hoji Sharif Dushanbe Grand Prix Juniors 2026) ვიცე-ჩემპიონი გახდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ეს ტურნირი ისტორიული იყო, რადგან ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) ახალგაზრდულ ასპარეზობებში გრან-პრის სერია პირველად დაუშვა.

ლუკა თევდორაძის მწვრთნელი დავით თევდორაძეა.