ქუთაისში, წმინდა ნინოს ქუჩის N13-ში, მრიცხველების ჯიხურს ცეცხლი გაუჩნდა

sinatle media

“გარდაცვალებამდე ჩაუბარებია აღსარება, რომელი ბავშვი სად ჰყავდა გაშვილებული" - რას ჰყვება ქუთაისელი მუსიკოსი გიორგი გურეშიძე, რომელიც 29 წლის წინ ზესტაფონის სამშობიაროდან მოიპარეს

ქუთაისი
709 საათის წინ
ტექსტის ზომა

1990-იან წლებში საქართველოს სამშობიაროებიდან ბავშვების მოპარვისა და უკანონო გაშვილების შემთხვევების გამოვლინებები კვლავ გრძელდება. ერთ-ერთი ასეთი ემოციური ისტორია ქუთაისელს მუსიკოსს, ჯგუფ „რევანშის“ წევრს გიორგი გურეშიძეს უკავშირდება, რომლის შესახებაც მან თამუნა მუსერიძის პოდკასტში „ვეძებ“ ისაუბრა. მან დეტალურად გვიამბო, როგორ გაიგო 29 წლის ასაკში, რომ მთელი ცხოვრება სხვა ოჯახში იზრდებოდა, ხოლო ბიოლოგიური ოჯახი მას თითქმის სამი ათეული წელი ეძებდა.

"მე გავიზარდე ძალიან კარგ ოჯახში. აღმზრდელი მამა გარდაცვლილი მყავს. აღმზრდელი დედა კი გვერდში მყავს. არაფერი მომკლებია საერთოდ და ერთი წამიც კი არ მქონია იმის განცდა, რომ მე ვიზრდებოდი სხვა ადამიანებთან ერთად.

მქონდა ბავშვობაში რამდენიმე ასეთი მომენტი: აი, რამდენიმე ბავშვმა, ჩემმა თანატოლმა, რაღაც თითქოსდა ჩუმად ჩაილაპარაკა, მაგრამ მე ამას ყური მოვკარი და გავიგონე, რომ ვიყავი აყვანილი, მაგრამ არ მიმიქცევია ყურადღება, სიმართლე გითხრათ... როდესაც ჩემი აღმზრდელი მამა გარდაიცვალა, დაახლოებით ცხრა წლის უკან, ჩემმა აღმზრდელმა დედამ გამიმხილა ეს საიდუმლო. ჩვეულებრივი რეაქცია მქონდა, ანუ: „მერე რა, გავიგე“. მაგრამ ერთი, რაც უცნაური მჭირდა, იყო ის, რომ საერთოდ არ მინდოდა ჩემი ოჯახის, ბიოლოგიური დედის და მამის მოძიება და ნახვა", - ამბობს გიორგი. 

აღმზრდელმა დედამ შვილს მხოლოდ ის უთხრა, რომ უშვილობის გამო ის ქუთაისში, პიონერთა პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ-ერთ კორპუსში მდებარე ბინიდან აიყვანეს, თავად ბავშვი კი ზესტაფონიდან იყო გადმოყვანილი. შეცვლილი ჰქონდა დაბადების თარიღიც - 13 მაისის ნაცვლად, გიორგი დაბადების დღეს 17 აპრილს აღნიშნავდა.

სინამდვილეში კი, 1994 წლის 13 მაისს, ზესტაფონის სამშობიაროში დაბადებიდან სამი დღის შემდეგ, ბიოლოგიურ დედას გამოუცხადეს, რომ ჩვილი დაიღუპა და ცხედარსაც ვერ აჩვენებდნენ. ოჯახს მალევე მიუვიდა ხმა, რომ ბავშვი ცოცხალი იყო და გააშვილეს. იმ დღიდან მათი 29-წლიანი ბრძოლა დაიწყო, რასაც მუქარა და თავდასხმებიც კი მოჰყვა.

„ბაბუამაც ძალიან ბევრი რაღაცები მოყვა მაგის შესახებ, რომ: „მე როდესაც გეძებდიო, ძალიან ბევრჯერ იყო ასეთი მომენტები, რომ წერილიც მხვდებოდა, რომ შეეშვი შენი შვილიშვილის ძიებას, თორემ ვინც გყავს ოჯახში ცოცხალი, ყველას დაგიხოცავთ“ - და ემუქრებოდნენ, და იყო ძალიან დიდი ამბავი. შემდეგ, მიუხედავად ამ დაშინების ფონზე, ბაბუაჩემმა მაინც გადაწყვიტა და მთელმა ოჯახმა ჩემი ძიება განაგრძეს, და შემდეგ მოხდა მათი დაყაჩაღება, იყო სროლები, სახლში შევარდნები... სახლში შეუვარდნენ იარაღებით იმიტომ, რომ მე მეძებდნენ“, - ჰყვება გიორგი.

მონასტერში გამხელილი საიდუმლო

მიუხედავად ბიოლოგიური ოჯახის ძალისხმევისა, თავად გიორგი ძიების დაწყებას არ ჩქარობდა. გადამწყვეტი აღმოჩნდა ტყუპი გოგონების შეძენა - გიორგის მეუღლემ ჩათვალა, რომ ბავშვების ჯანმრთელობისა და გენეტიკური ფაქტორების გასარკვევად ბიოლოგიური ოჯახის მოძებნა აუცილებელი იყო. ძიების დაწყებიდან დაახლოებით ერთ წელიწადში გიორგის უფროსი და, თეო, მის მეუღლეს დაუკავშირდა. აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი და გიორგისთან ერთად ერთ უნივერსიტეტშიც კი სწავლობდა, მამიდაშვილს კი მანამდეც იცნობდა, თუმცა ნათესაობის შესახებ არაფერი იცოდნენ.

საბოლოო დასტური და ოჯახთან პირველი შეხვედრა მონასტერში შედგა. სწორედ იქ მოღვაწე სასულიერო პირს ჩააბარა გარდაცვალების წინ აღსარება ადამიანმა, რომელიც ბავშვების უკანონო გაშვილებაში მონაწილეობდა და დეტალურად მოჰყვა, რომელი ბავშვი სად იყო გაშვილებული.

„გარდაცვალებამდე ჩაუბარებია ამ მამაოსთვის აღსარება, რომ ვინ, რომელი ბავშვი სად ჰყავდა გაშვილებული... ყველა ბავშვზე... რომ დამისვა მამაომ, მისვამდა კითხვებს და ამ კითხვებზე სანამ მე პასუხს გავცემდი, თვითონ მეუბნებოდა, რომ: „შენ იმის შვილი ხარ, შენ... დედაშენი აქ მუშაობდა, აქ...“ - აგონიაში ვიყავი, წინასწარ რომ ხვდება, წინასწარმეტყველებით რომ გეუბნება რაღაცას, ეგრე მიკვირდა და გაოგნებული ვიყავი, რომ საიდან იცოდა ამ ადამიანმა ჩემი აღმზრდელი მშობლების ისტორია. და აზუსტებდა ამ ყველაფერს, და ბოლოს ჩემმა ბიძამ უთხრა, რომ: „აღარ შეგვიძლიაო, რა, ბოლოს და ბოლოს ან კი გვითხარი, ან არაო, მამაო, ეს ნამდვილად ჩვენი ბავშვია თუ არაო?“ და „კიო“ - და დაიწყო ტირილი თვითონ მამაომ", - იხსენებს გიორგი.

ემოციური შეხვედრა ოჯახთან და „ორი დედა“

თავდაპირველად გიორგის მხოლოდ დედმამიშვილებთან შეხვედრა სურდა, თუმცა მშობლებმა და ბაბუამ ვერ მოითმინეს და მონასტერში მანამდე ავიდნენ, სანამ სასულიერო პირი სიმართლეს დაადასტურებდა. პირველი, ვისაც გიორგიმ თვალი მოჰკრა, ბაბუა იყო.

„პირველ რიგში ბაბუა დავინახე და რომ შევხედე, თითქოს ჩემს სიბერეს ვუყურებდი სარკეში, მე როგორი ვიქნები წლების შემდეგ. ეს იყო ყველაზე რთული ჩემთვის, შემდეგ დედის ჩახუტება, რა თქმა უნდა...

დედების შეხვედრა იყო ემოციური, პირველ რიგში, ორივე ძალიან განიცდიდა ამ ამბავს, და ახლა ურთიერთობას რაც შეეხება, ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს ყველას ერთად, დავდივართ ერთმანეთთან, მივდივართ, მოვდივართ და ძალიან თბილი და კარგი ურთიერთობაა. და ერთ სახუმარო ისტორიასაც გავიხსენებ: თბილისში მახლდნენ ორივე რაღაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, თვალებზე დამჭირდა ლაზერული კორექცია, ოპერაცია, და ექიმთან რომ შევედი, შემომყვა ორივე, რა. ეს ექიმი ამბობს: „კარგიო, ერთი დედაო გავიგეო, მაგრამო, ეს მეორე ვინ არის-თქო?“ და მე ვუთხარი: „ორივე დედა არის-თქო“, რა. და კაცი გაგიჟდა: „რას მეუბნებიო, რას მელაპარაკებიო!“ - და შემდეგ ოპერაციაზე: „დრო კი გვაქვს და მომიყევი ისტორიაო“, თვითონ დამაძალა, და რომ ვუყვებოდი, ტირილი დავაწყებინე პროფესორს...

ჩემი ოჯახის წევრები ისე მივიღე, რომ თითქოსდა ვიცნობდი, ჩემდა უნებურად ხდებოდა ეს ყველაფერი. რატომ და რანაირად, ამას ვერ აღვწერ - თითქოსდა მე იქ გავიზარდე, ისეთი შეგრძნება მქონდა თითოეულ ადამიანთან, იქნებოდნენ ეს ჩემი დედმამიშვილები თუ მშობლები და ნათესავები“, - ამბობს გიორგი.

მან საკუთარი განცდები სიმღერასა და ვიდეორგოლშიც ასახა, რომელზეც სამი წელი მუშაობდა. დღეს ის ყველა იმ ადამიანს, ვისაც მსგავსი ეჭვი ან ინფორმაცია აქვს, მოუწოდებს, არ შეეშინდეთ სიმართლის ძიების, რადგან ეს სირცხვილი არ არის და ადამიანის ცხოვრების შეცვლა შეუძლია.

https://mshoblebi.ge/article/36719-gardacvalebamde-chaubarebia-mamaostvis-agsareba-romeli-bavshvi-sad-hqavda-gashvilebuli-tirili-daicqo-mamaom-samshobiarodan-moparuli-kidev-erti-bavshvis-istoria-romelic-30-cliani-zebnis-shemdeg-ipoves/

გააზიარე

კომენტარი

ტოპ სიახლეები

დღის სიახლეები

მეტის ნახვა
70

ქუთაისში, წმინდა ნინოს ქუჩის N13-ში, მრიცხველების ჯიხურს ცეცხლი გაუჩნდა

11

ზაზა ლომინაძე - ჩვენის ქვეყნის ეთიკური, სამართლებრივი, რელიგიური პრინციპები და საყრდენები უფრო მაღლა დგას, ვიდრე "რეპროდუქციული ტურიზმი"

335

აფეთქების შედეგად დაღუპული დედა-შვილი - ნინო ჭელიძე და ნუცა ფხალაძე, ზესტაფონში დაკრძალეს

1K

ხონი-წყალტუბოს დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა

5

წვიმა და თოვა, ნისლი, ძლიერი ქარი - გაფრთხილება მოსალოდნელი ამინდის შესახებ

3

"ერთბაშად უხეშად რომ შეეხო კაზინოებს, ეს გამოიწვევს პრინციპულ, ძირეულ პრობლემებს ეკონომიკისა და ტურიზმისთვის"

79

ქუთაისი-ბერლინის რეისზე მგზავრი მოულოდნელად ცუდად გახდა, რის გამოც თვითმფრინავი თბილისში დაეშვა

26

როგორი ამინდი იქნება 24 ნოემბერს იმერეთში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით