კონფიდენციალურობის პოლიტიკა
„ინფო იმერეთი“ (შემდგომში — საიტი) პატივს სცემს მკითხველების პირად მონაცემებს. ამ გვერდზე აღწერილია, რა ინფორმაციას ვაგროვებთ, რისთვის ვიყენებთ და როგორ შეგიძლიათ მისი წაშლა.
რა მონაცემებს ვაგროვებთ
კომენტარები. კომენტარის დასაწერად შეგიძლიათ შეხვიდეთ Facebook-ის ან Google-ის ანგარიშით. ამ დროს ვიღებთ მხოლოდ თქვენს სახელს, პროფილის ფოტოს და ელფოსტას. სახელი და ფოტო ჩანს თქვენი კომენტარის გვერდით, ელფოსტა არავისთვის ჩანს და არ გადაეცემა მესამე პირს. თქვენს პაროლს ჩვენ ვერ ვხედავთ.
სტატისტიკა. ვითვლით გვერდების ნახვებს, ზოგადად საიდან მოხვედით (მაგ. Facebook, Google) და მოწყობილობის ტიპს (მობილური, კომპიუტერი). ეს ინფორმაცია ინახება მხოლოდ ჯამური ციფრების სახით და თქვენს პიროვნებას არ უკავშირდება.
კონტაქტის ფორმა. ფორმით გამოგზავნილი სახელი, ელფოსტა და შეტყობინება გამოიყენება მხოლოდ თქვენთვის პასუხის გასაცემად.
ქუქი-ფაილები
ქუქი-ფაილს ვიყენებთ მხოლოდ იმისთვის, რომ კომენტარისთვის შესვლის შემდეგ ანგარიშში დარჩეთ. სარეკლამო თვალთვალის ქუქი-ფაილებს არ ვიყენებთ.
მონაცემების წაშლა
საკუთარი კომენტარის წაშლა შეგიძლიათ თავად, კომენტარის ქვეშ ღილაკით „წაშლა“. ანგარიშისა და ყველა კომენტარის სრულად წასაშლელად მოგვწერეთ ელფოსტაზე infoimereti4@gmail.com — მიუთითეთ, რომელი ანგარიშით (Facebook თუ Google) შეხვედით. მოთხოვნას შევასრულებთ 30 დღის განმავლობაში.
კონტაქტი
კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: infoimereti4@gmail.com, +995 598 98 49 50.

