დაახლოებით სამი დღის განმავლობაში იმერეთის მოსახლეობა ბუნებრივი აირის გარეშე დარჩება.
24-25 ნოემბერს დასავლეთ საქართველოს მიმართულებით, მაგისტრალურ გაზსადენზე ტექნიკური სამუშაოები განხორციელდება.
„სოკარ გაზის“ იმერეთის ოფისში „ინფო იმერეთს“ განუცხადეს, რომ 24-25 ნოემბერს სამუშაოები ჩატარდება, 26 ნოემბრიდან კი ბუნებრივი აირის მიწოდების აღდგენა დაიწყება.
იმერეთში ბუნებრივი აირი შეუწყდება ქუთაისის, საჩხერის, ჭიათურის, ხარაგაულის, ზესტაფონის, წყალტუბოს, ბაღდათისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტებს.
საერთო ჯამში, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ბუნებრივი აირის გარეშე 20-მდე მუნიციპალიტეტი და სოფელი დარჩება.












კომენტარი