ქუთაისში, ზურაბ ჭავჭავაძის 50 ნომერთან, იქ, სადაც გუშინ სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა, პოლიცია და მაშველები ამ დრომდე რჩებიან.
"ინფო იმერეთს" კორპუსების მიმდებარედ მცხოვრებლები ფოტოებს უგზავნიან, სადაც ასახულია, რომ კორპუსი სადაც აფეთქება, მოხდა ისევ ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული, სადარბაზოში ასვლის უფლებას კი არავის აძლევენ.
"ინფო იმერეთს" ქუთაისის მერიაში განუცხადეს, რომ ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებული ოჯახები დროებით საცხოვრებლებშია გადაყვანილი.
"დაზარალებული ოჯახებიდან 15-მა გამოთქვა დროებით საცხოვრებელში გადასვლის სურვილი. 15-ვე ოჯახი, სულ 56 ადამიანი, გუშინვე, მერიის შესაბამისი სამსახურების ორგანიზებით, განათავსეს სასტუმროში. ოჯახები სასტუმროში ექსპერტიზის საბოლოო დასკვნის გამოქვეყნებამდე დარჩებიან", - აცხადებენ მერიაში.
ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში აფეთქება 21 ნოემბერს მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია. დაშავებულია ერთი ადამიანი ის კლინიკაში რჩება.












კომენტარი