ჭიათურაში მაღაროელების ოჯახს საზოგადოების დახმარება სჭირდება.

მაღაროელ მამაკაცს, იშემიური ინსულტი ორჯერ დაემართა და სრულად დაკარგა მხედველობა, სამკურნალო და საავადმყოფოს ხარჯების გამო მოუწიათ იპოთეკური სესხის აღება, რისი გადახდაც ოჯახმა ვერ შეძლო და სახლი ბანკის სახელზე გადავიდა, ახლა კი ოჯახს აღსრულება კვირაში რამდენჯერმე აკითხავს.

ოჯახის კიდევ ერთი წევრი, ჭიათურის პროტესტის მონაწილეა და დაკავებული თანამოქალაქეების გათავისუფლების მოთხოვნით შიმშილობს.

მაღაროელების ოჯახს ბანკთან მოსალაპარაკებლად 7000 ლარი სჭირდება.

“ნათიას მამას, მაღაროელს, დაემართა იშემიური ინსულტი ორჯერ და სრულად დაკარგა მხედველობა – სამკურნალო და საავადმყოფოს ხარჯების გამო მოუწიათ იპოთეკური სესხის აღება.

მაღაროების გაჩერების გამო ოჯახმა სესხის გადახდა ვეღარ მოახერხა და უამრავი ტყუილებით და ხლართებით ისეთ დოკუმენტებზე მოაწერინეს ხელი სახლი ბანკის სახელზე გადავიდა.

ამბის ტრაგიკულობას, აბსურდულობას და უბედურებას ის ზრდის, რომ სახლი იქვე მდებარე ღია კარიერის გამო ავარიულია, ოჯახი ექვემდებარება განსახლებას და სხვა ბინით უზრუნველყოფას, მაგრამ ვინაიდან ქონება უკვე “საქართველოს ბანკის” სახელზეა, მერია უარს ეუბნება ოჯახს, კუთვნილი დახმარება მიიღოს.

ნათიას მეუღლეც მაღაროელია, გივი, კეთილი და დინჯი კაცი, უსამართლობის გამო მოშიმშილე.

დავეხმაროთ, რომ სული მოითქვან.

იმის თქმა მავიწყდებოდა, რომ აღსრულებიდან კვირაში რამდენჯერმე აწიოკებენ ამ ოჯახს, პირველ ზარზე ნათიამ ჩემოდნები ჩაალაგა და სამი პატარა ბავშვი, მთელი დღე ჩემოდნებით ხელში ელოდებოდა პოლიციის მოსვლას.

ბანკთან მოსალაპარაკებლად სჭირდებათ 7000 ლარი.

ანგარიშის ნომერი –
ლიბერთი ბანკი
მიმღები – NADEZHNA SIPRASHVILI
#GE80LB0711195723800001″, – აღნიშნულია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში.