ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში საპრემიერო დღეებია.
თეატრის ხელმძღვანელმა და რეჟისორმა გიორგი თავაძემ დასთან აკაკი წერეთლის მოთხრობების მიხედვით შექმნილ პიესაზე იმუშავა.
"სამგვარი სიყვარული" ასე ჰქვია სპექტაკლს, რომელიც საინტერესო ინსცენირებით და იმპროვიზაციული ხედვითაა აგებული.
მეტაფორული სცენური რეალობა და XX საუკუნის 20-იანი წლების თეატრის რეტრო ესთეტიკის მოდელირება, სცენოგრაფია და თემის აქტუალობა თეატრის სიმბოლურ სიტყვას ქმნის.
სპექტაკლის სცენოგრაფია ვერა ყიფიანი, კოსტიუმების და გრიმის მხატვრობა ქეთი ციციშვილს და ანუკა მურვანიძეს ეკუთვნის, მუსიკალურად კი გიორგი თავაძემ გააფორმა.
სპექტაკლი წარმოადგენს ერთი გრძნობის სამ წახნაგს, სხვადასხვა ასაკში, სამ განსხვავებულ პარტნიორთან. გრძნობათა ჭიდილს და ერთგულება-ღალატის მძაფრ შეგრძნებებს.
ეს არის ამბავი იმაზე, თუ როგორი მნიშვნელოვანია ყოფნა და სიტყვის თქმა სწორ დროსა და სწორ ადგილზე.
სპექტაკლში თეატრის სხვადასხვა თაობის მსახიობები მონაწილეობენ.
წარმოდგენილი პრემიერით თვის ბოლოს მესხიშვილის თეატრი დაარსებიდან 165-ე სეზონს დახურავს.