დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეაში გამოფენის „ზამთრის ეტიუდები“ დახურვის ღონისძიება გაიმართა.

გამოფენა გალერეის დაარსებიდან 50 წლის იუბილეს მიეძღვნა.

ექსპოზიციაში წარმოდგენილი იყო გალერეის ფონდებიდან შერჩეული ზამთრის თემატიკის 30-მდე ფერწერული ნამუშევარი, რომლებიც იმერეთის რეგიონის მხატვრებსა და ქართული სახვითი ხელოვნების ცნობილ ავტორებს ეკუთვნით. დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდა ეხილა ელენე ახვლედიანის ცნობილი ნამუშევარიც.

აღსანიშნავია, რომ დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეის 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 2026 წლის განმავლობაში გალერეაში დაგეგმილი ყველა კულტურული ღონისძიება აღნიშნულ თარიღს მიეძღვნება.