25 აგვისტოს ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხრეითში, ტრადიციული სახალხო დღესასწაული - "ხრეითობა 2026“ გაიმართება.

დაგეგმილია სპორტული და კულტურული აქტივობები.

სოფელ ხრეითის საჯარო სკოლის ეზოში გაიმართება სპორტული შეჯიბრებები ფეხბურთში, მაგიდის ჩოგბურთში, მკლავჭიდში, ჭიდაობასა და ბაგირის გადაზიდვაში, ასევე ბავშვებისთვის წარმოდგენილი იქნება თოჯინური სპექტაკლი "ჯამბაზი და წრუწუნა მიციკი“, სოფელ ხრეითის და ვაჭევის საზღვარზე დოღი გაიმართება.

ღონისძიების ძირითადი ნაწილი და-ძმა ჯაფარიძეების სახლ-მუზეუმის ეზოში გაიმართება, სადაც სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დაათვალიერონ ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის, მხატვარ გოგი შეყილაძის ნამუშევრების, ასევე და-ძმა ჯაფარიძეების პირადი ნივთებისა და ფოტომასალის გამოფენები.

ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იქნება იმერული სამზარეულო.

"ხრეითობა 2026“ სხვადასხვა სპორტულ აქტივობაში გამარჯვებულთა დაჯილდოებით დასრულდება.