ჭიათურის  მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთში  მცხოვრებლები  მძიმე ინფრასტრუქტურულ მდგომარეობაზე საუბრობენ. 

ადგილობრივებს პოლიტიკური გაერთიანება „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრები შეხვდნენ.

თენგო თევზაძის განმარტებით, მანგანეზის მოპოვებითი სამუშაოების გამო ადგილობრივებს საცხოვრებელ სახლებს ანგრევენ და სოფლის სრულად გასახლებას უპირებენ.

"დღეს, ჭიათურაში, სოფელ შუქრუთში, მოვისმინეთ ხალხის გასაჭირი, ადამიანებს საცხოვრებლებს ართმევენ და უნადგურებენ. სადაც დაიბადნენ, წინაპრების საფლავებია იქ მანგანეზის საბადოების მმართველი კომპანიის დირექტორი, რუსეთის მოქალაქე, ვინმე სოცკი, ჩვენ ხალხს სახლებიდან ყრის, სოფელს სრულად გასახლებას უპირებენ. 

სოფლის მოსახლეობა გასახლების კატეგორიული წინააღმდეგია და წინააღმდეგობისთვის მზად არის. 

ამ ხალხს გვერდში დგომა სჭირდება. ჩვენი მხრიდან გავაკეთებთ ყველაფერს რომ შუქრუთელების ისტორიები და მათი ამბავი მთელმა საქართველომ გაიგოს", - აცხადებს თენგო თევზაძე.