ქუთაისში, გაზონებისთვის განკუთვნილ სივრცეებში სარეველა ბალახი ხარობს.
ხშირ შემთხვევაში, მცენარეების სიმაღლე ერთ მეტრს აღემატება. ტროტუარს და საავტომობილო გზას შორის არსებული გამყოფი ზოლები მოუვლელია და გარდა მაღალი ბალახისა, ასევე საყოფაცხოვრებო ნარჩენებითაც არის დაბინძურებული.
არსებული მდგომარეობით განსაკუთრებით უკმაყოფილოები ადგილობრივი მცხოვრებლები არიან:
"ეს არის ჭავჭავაძის გამზირი. იმხელა ბალახია, ცხენიანი კაცი დაიმალება. ამას ვერ უყურებს მერიის რომელიმე თანამშრომელი? სირცხვილია, რაც აქ ხდება", - აცხადებს ადგილობრივი.
მოქალაქეები ადგილობრივ ხელისუფლებას ტერიტორიის დასუფთავებისა და მწვანე საფარის მოწესრიგებისკენ მოუწოდებენ.