ქუთაისში, მდინარე წყალწითელაში ახალგაზრდა მამაკაცი დაიხრჩო.

თვითმხილველები "ინფო იმერეთთან" საუბრისას ამბობენ, რომ შემთხვევა 28 ივლისს მოხდა.

"აღარასდროს აღარავინ ჩახვიდეთ ამ ადგილას. უმორჩილესად გთხოვთ, იცოდეთ, ეს წყალია სიკვდილის წყალი. არასდროს ამომივა გონებიდან ეს, რაც მოხდა. 30 წლის ბიჭი ჩაითრია მდინარემ, საშინელებაა, როცა უყურებ და ვერ შველი“, – წერს თვითმხილველი სოციალურ ქსელში. 

ფაქტს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. უწყების პრესსამსახურში "ინფო იმერეთს" განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო.