ქუთაისში, გამსახურდიას ქუჩაზე მცხოვრებლები, სკვერში არსებულ მძიმე ინფრასტრუქტურულ მდგომარეობაზე საუბრობენ.
ადგილობრივების თქმით, სკვერში ატრაქციონები და ძელსკამები დაზიანებულია.

მოსახლეობის თქმით, სკვერში ბავშვების თამაში სახიფათოა.
"აქ ბავშვების თამაში არაფრით არ შეიძლება. ყველაფერი დაზიანებულია. ყველგან ლურსმნებია. ბავშვმა შეიძლება ისეთი დაზიანება მიიღო, რომ სახიფათო იყოს", - ამბობენ ადგილობრივები.