ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი და მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა.

"ინფო იმერეთს" თვითმხილველებმა განუცხადეს, რომ ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ჯგუფი და საპატრულო პოლიცია.

შსს-ში "ინფო იმერეთს" განუცხადეს, რომ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, გამოძიება ადმინისტრაციული წესით მიმდინარეობს.