სამტრედიაში, საჯავახოს ტერიტორიაზე მასშტაბური ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

როგორც "ინფო იმერეთს" თვითმხილველებმა განუცხადეს, ერთმანეთს 3 სატვირთო შეეჯახა. დაშავებულია ერთ-ერთი მძღოლი.

"ინფო იმერეთის" ინფორმაციით, ორი თურქული სანომრე ნიშნის ქვეშ არის, მესამეს ქართული ნომრები აქვს.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

"ინფო იმერეთს"  შსს-ში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო.