ქუთაისში აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას მიაგეს პატივი.
მემორიალთან სოხუმის დაცემის დღისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო ქუთაისის დავით მხეიძის სახელობის ფოტო-კინო მატიანეს მუზეუმში დაცული აფხაზეთის ომის ამსახველი ფოტომასალა.
სასულიერო პირებმა აფხაზეთის ომში დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს.
სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივგების მიზნით, ქუთაისში, ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშა დაშვებულია.