ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელი ბუდუ ზივზივაძე ყოფილ მთავარ მწვრთნელს ვილი სანიოლს მადლობას უხდის.

"მადლობა ყველაფრისთვის, რაც ამ ექვსი წლის განმავლობაში ერთად გამოვიარეთ. ეს იყო საოცარი მოგზაურობა. მადლობა, რომ მომეცით შესაძლებლობა ეროვნული ნაკრების მაისურით თამაშისას არაერთხელ გამეხარებინა ქართველი გულშემატკივარი. თქვენ გაგვიყვანეთ ევროპის ჩემპიონატზე, რაზეც ქართველები ამდენი წლის განმავლობაში ვოცნებობდით. ამის გამო თითოეული ქართველი, ჩემი ჩათვლით, მთელი ცხოვრება თქვენი მადლიერი იქნება.

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველაფრისთვის, თქვენ და თქვენს ოჯახს მომავალში მხოლოდ წარმატებასა და ბედნიერებას გისურვებთ", - წერს ბუდუ ზივზივაძე სოციალურ ქსელში.

ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლამდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს.