27 სექტემბერს, 12:00 საათიდან, ქუთაისში, ბარ "ლაბორატორიუმის" ეზოში, ელგუჯა ბალახაძის ოჯახის დასახმარებლად საქველმოქმედო ბაზრობა გაიმართება.

ოჯახი უკანასკნელი საცხოვრებლის დაკარგვის საფრთხის წინაშეა.

ბაზრობაზე ადგილობრივი მცირე მეწარმეები თავიანთ პროდუქციას გამოიტანენ. ჩართვა შეუძლია ნებისმიერ მსურველსაც, შეუძლიათ მიიტანოთ ტანსაცმელი, წიგნები, აქსესუარები და სხვა ნივთები გასაყიდად.

"ცოტა ხნის წინ, ასეთივე საფრთხის წინაშე მყოფი კაკიაშვილების ოჯახის დახმარება საზოგადოების ძალისხმევით შევძელით. ბევრმა ადამიანმა გაიღო იმდენი, რამდენიც შეეძლო და ოჯახმა სახლი შეინარჩუნა. გვინდა ეს სოლიდარობა კიდევ ერთხელ ვაქციოთ რეალურ შედეგად.

ამ კონკრეტული ოჯახის დახმარებასთან ერთად, გვინდა კიდევ ერთ საკითხზე დავიწყოთ საუბარი: გამოსახლების პოლიტიკაზე. რატომ უნდა გვიწევდეს საზოგადოებას ყოველ ჯერზე თანხის შეგროვება იმისთვის, რომ ადამიანებმა უკანასკნელი საცხოვრებელი არ დაკარგონ? იქნებ დროა, გამოსახლება მხოლოდ ცალკეული ოჯახების პირად ტრაგედიად აღარ აღვიქვათ და მასზე, როგორც საერთო და სისტემურ პრობლემაზე, უფრო ხმამაღლა დავიწყოთ საუბარი", - აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.