სამტრედიაში, სანავარდოს დასახლების მიმდებარედ, ბათუმი-ქუთაისის მატარებელი 21 წლის ბიჭს დაეჯახა.

არსებული ინფორმაციით, ლიანდაგის მიმდებარედ ბაბუა და შვილიშვილი თვითდასაქმებულები იყვნენ.

"რომ მივიდეთ ადგილზე საშინელი სურათი დაგვხვდა, ბიჭი ადგილზე იყო გარდაცვლილი. ბაბუა და შვილიშვილი მიმდებარედ თვითდასაქმებულები იყვნენ, ამ ბიჭს ალბათ, ან ტუალეტი უნდოდა ან რაღაც და ლიანდაგებისკენ იყო წასული და მატარებელი დაეჯახა", - განუცხადა "ინფო იმერეთს" თვითმხილველმა. 

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 275-ე მუხლით მიმდინარეობს.