ქუთაისში მშობელმა მე-20 ბაგა-ბაღის აღსაზრდელს სახლში დაბრუნების შემდეგ სხეულზე ტკიპა უპოვა.
დედა დარწმუნებულია, რომ ტკიპა ბავშვს ბაღში არსებული საწოლიდან აჰყვა.
როგორც მან "ინფო იმერეთთან" განაცხადა, შვილს ტკიპა მოაშორა, თუმცა ფეხი დარჩა.
"ბავშვი საავადმყოფოში წავიყვანე, ქირურგმა მანიპულაცია ჩაატარა და ტკიპის ფეხის ამოღება მოხდა. იქ ბავშვის დამტოვებელი არ ვარ, მაგრამ მოვითხოვ ქალაქის მასშტაბით ყველა ბაღის შესაბამისი დამუშავება მოხდეს, რათა სამომავლოდ თავიდან იქნეს აცილებული მსგავსი შემთხვევები", - განაცხადა მშობელმა "ინფო იმერეთთან".
"ინფო იმერეთი" მზადაა, სურვილის შემთხვევაში მე-20 ბაგა-ბაღის ადმინისტრაციის კომენტარი გაავრცელოს.