ხარაგაულის მუნიციპალიტეტის დამეწყრილ ზონაში, კერძოდ სოფელ ღვერკსა და ხემაღალში, ადგილობრივი მოსახლეობა ისევ დახმარების მოლოდინშია.

დაზარალებულები სახელმწიფოს მიერ შეთავაზებულ ფინანსურ დახმარებას არასაკმარისად მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ გამოყოფილი თანხით ალტერნატიული, უსაფრთხო საცხოვრებლის შეძენა შეუძლებელია.

ხელისუფლების მიერ სტიქიით დაზარალებულებისთვის შეთავაზებული კომპენსაცია 30 000-დან 50 000 ლარამდე მერყეობს, ხოლო ქირის ყოველთვიური დახმარება 300 ლარს შეადგენს. მოსახლეობის განმარტებით, აღნიშნული თანხები რეალურ საჭიროებებს ვერ პასუხობს. შექმნილი მდგომარეობის გამო, ოჯახების ნაწილი იძულებულია კვლავ სიცოცხლისთვის საშიშ, მეწყერსაშიშ ზონაში დარჩეს, ხოლო მათმა ნაწილმა საკუთარი დანაზოგით შეძლო სხვა რაიონში გადასვლა.

სტიქიის ზონაში არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნენ "ძლიერი საქართველოს"  ადგილობრივი წარმომადგენლები და ლიდერები.