ქუთაისში, ალექსანდრე გრიბოედოვის ქუჩის მოსახლეობა აცხადებს, რომ ელექტროგადამცემი ბოძი მოქალაქეებს საფრთხეს უქმნის.
როგორც ისინი "ინფო იმერეთთან" აცხადებენ, პრობლემის შესახებ "ენერგო-პროს" ერთი წლის წინ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.
"ქუთაისში, ალექსანდრე გრიბოედოვის ქუჩაზე, ასეთ საშინელ დღეში არის ელექტროენერგიის გადამცემი ბოძი. რამდენჯერაც "ენერგო-პროში" დავაფიქსირეთ, რომ სასწრაფოდ შესაცვლელია, იმდენჯერ მათი პასუხი იყო, რომ დაფიქსირებულია განაცხადი და მიიღებენ შესაბამის ზომებს, თუმცა ერთი წელია, უშედეგოდ ველოდებით მათ გამოჩენას. იქნებ ასე მაინც გაიგონ და მოგვაქციონ ყურადღება, რადგან ირგვლივ ბევრ ადამიანსა და ოჯახს ექმნება საფრთხე", - აცხადებენ ადგილობრივები.