ქუთაისში, სულხან-საბას ქუჩაზე მცხოვრებლები ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე საუბრობენ.

ადგილობრივების თქმით, აღნიშნულ მონაკვეთზე გზა უკვე მთელი წელია, გადათხრილი და დაზიანებულია, რაც გადაადგილებას მნიშვნელოვნად ართულებს.

დაზიანებული გზის გამო შეფერხება ექმნებათ როგორც ქვეითებს, ასევე ავტომობილების მძღოლებს.

"ქუთაისში, სულხან-საბას ქუჩაზე, ჯალაბაძეებთან, ერთი წელია, გზა ასეთ მდგომარეობაშია, ოღონდ მართლა ერთი წელია“, - წერს ადგილობრივი მცხოვრები „ინფო იმერეთს“ და შესაბამის სამსახურებს პრობლემით დაინტერესებასა და რეაგირებას სთხოვს.