ზესტაფონელი სპორტსმენი მინდია ლილუაშვილი ვეტერანთა შორის ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

მან ეს ბრწყინვალე გამარჯვება ბოსნია-ჰერცეგოვინის დედაქალაქ სარაევოში მიმდინარე ვეტერან ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატზე მოიპოვა.

ლილუაშვილმა ოქროს მედალი აიღო M2 კატეგორიაში, -73 კგ წონით დონეზე, სადაც ფინალურ შეხვედრაში კიდევ ერთ ქართველ ფალავანს ლევან ჩუბინიძეს სძლია.

მინდია ლილუაშვილს ვეტერანთა ძიუდოში ევროპის ჩემპიონის ტიტულიც აქვს მოპოვებული.