სწავლის დაწყების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ქუთაისის მე-16 სკოლის რემონტი ან დემონტაჟიც იგეგმება.
მშობლები "ინფო იმერეთს" უცხადებენ, რომ ამის შესახებ მათ სასწავლო პროცესის დაწყებიდან 4 დღის შემდეგ უთხრეს.
მშობლების განცხადებით, ბავშვებს ალტერნატიული სკოლა საფიჩხიაზე შესთავაზეს.
ქუთაისში წლების წინ დაანგრიეს მე-4 სკოლა, თუმცა სამშენებლო სამუშაოები ამ დრომდე არ დაწყებულა. ქუთაისში ვერ გაარემონტეს ასევე მე-7 სკოლაც.