"სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ინფორმაციით, 2026 წლის იანვრიდან სექტემბრამდე ქვეყანაში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 23  პროცენტით, 163 111 ადამიანით შემცირდა. მკვეთრი კლება დაფიქსირდა იმერეთის რეგიონშიც, სადაც ბენეფიციართა რიცხვი 27.1 პროცენტით შემცირდა, რაც 44 000 ადამიანზე მეტია, ხოლო ვანისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში კლებამ 35 პროცენტს გადააჭარბა.

ორგანიზაციის განცხადებით, ეს დრამატული ცვლილება ორ ძირითად მიზეზს უკავშირდება:

საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამის გაუქმება, რომლითაც მოქალაქეებს გარანტირებული სტატუსი უნარჩუნდებოდათ;

სოციალურად დაუცველთა მასობრივი ხელახალი გადამოწმება.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრში“ აცხადებენ, რომ შემწეობის შეწყვეტა სიღარიბის დაძლევას არ ნიშნავს. არსებული მეთოდოლოგიის ხარვეზებისა და გასაჩივრების სირთულის გამო, მაღალია რისკი, რომ ათასობით მძიმე მდგომარეობაში მყოფი ოჯახი საბაზისო დახმარებისა და თანმდევი სოციალური შეღავათების მიღმა დარჩეს.

უფლებადამცველები სახელმწიფოს მოუწოდებენ, გამოაქვეყნოს დეტალური მონაცემები სისტემიდან გასული ოჯახების მდგომარეობის შესახებ, შეაფასოს გავლენა მოწყვლად ჯგუფებზე და წარადგინოს დასაქმების რეალური ალტერნატიული გეგმა.