მძიმე დაავადებასთან ერთწლიანი ბრძოლის შემდეგ, 6 წლის ქუთაისელი ელენე ორბელაძე გარდაიცვალა.

მოზარდს 2025 წლის თებერვალში დაუდასტურდა თირკმლის ავთვისებიანი სიმსივნე - ვილმსის სიმსივნე, მეოთხე სტადია, მრავლობითი მეტასტაზებით ორივე ფილტვში და ღვიძლში.

10-თვიანი მკურნალობის შემდეგ დაავადება რემისიაში გადავიდა, თუმცა ორ თვეში, პირველივე კონტროლზე, რეციდივი განვითარდა და კვლავ გამოვლინდა მრავლობითი მეტასტაზები ორივე ფილტვში.