საქართველოში საწვავი კიდევ გაძვირდა.
ბოლო 3-4 დღის განმავლობაში ბრენდირებულ სადგურებზე სხვადასხვა ტიპის საწვავის ფასი 4-დან 21 თეთრამდე გაიზარდა.
ყველა ძვირი დიზელია, რომლის ფასი უკვე 4.5 ლარზე მეტია.
ბოლო ორი თვის განმავლობაში მატებამ 13-დან 71 თეთრამდე შეადგინა.
სპეციალისტები ფასების ზრდას პროგნოზირებენ.
ბრენდირებულმა სადგურებმა საწვავის კორექტირება ივლისში ახლო აღმოსავლეთში ვითარების ესკალაციისა და საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობის გაძვირების ფონზე დაიწყეს.