ქართველმა ძიუდოისტმა საბა ინანეიშვილმა ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში გამართულ ევროპის თასზე (Skopje Senior European Cup 2026) ოქროს მედალი მოიპოვა.
საბა ინანეიშვილი მძიმე, +100 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა.
გადამწყვეტ შეხვედრაში მან ჩეხი მეტოქე ტომას რასკა იპონით დაამარცხა.
ამავე ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა კიდევ 3 მედალი მოიპოვა.