იმერეთში სოციალური დახმარების მიმღებები ოჯახების რაოდენობა გასულ წელთან შედარებით რამდენიმე ათასით შეამცირეს.
სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, მიმდინარე წლის აგვისტოს მონაცემებით, იმერეთში 12 141 ოჯახი იღებს სოციალურ დახმარებას, რაც 46 157 პირს შეადგენს.
გასულ წელს სოციალურ დახმარებას 14 000-ზე მეტი ოჯახი და 48 000 მეტი პირი იღებდა.
სოციალური დახმარების გარეშე დარჩენილი ადამიანები დახმარებას ითხოვენ და ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ.