კამპანია "მე მიყვარს საქართველო" გრძელდება. ნანუკა ჟორჟოლიანი და კამპანიის სხვა წარმომადგენლები იმერეთის სოფლებში იმყოფებოდნენ.

ისინი ადგილობრივ მოსახლეობას ხვდებიან და მოსახლეობის პრობლემებით ინტერესდებიან.

"ძირითადი პრობლემა, რაზეც ხალხი საუბრობს, სიღარიბეა. სოფლებში ფაქტობრივად არ არის ახალგაზრდობა, ყველგან ამას ამბობენ, რომ მხოლოდ მოხუცები არიან დარჩენილი. ხალხი ევროპაში, ემიგრაციაში წასული ნათესავების, ოჯახის წევრების გამოგზავნილი ფულით ცხოვრობს. ყველა მშობელს უნდა თავის შვილს განათლება მისცეს, ამას როცა ვერ აკეთებს, ბუნებრივია, უწევს დატოვოს თავისი საცხოვრებელი", - განაცხადა გია ჯაფარიძემ.

ეკა მიშველაძის თქმით, სოფლები დაცლილია და უამრავი პრობლემაა, რომელსაც ცვლილებები უშველის.