სამტრედიის №11 საჯარო სკოლაში, სადაც ოფიციალური მონაცემებით 931 მოსწავლე ირიცხება, სასწავლო პროცესი აღარ მიმდინარეობს, თუმცა მოსწავლეები სწავლას სხვადასხვა ფორმით აგრძელებენ.

15 სექტემბრიდან I-IV კლასების მოსწავლეები №2 საჯარო სკოლაში, მეორე ცვლაში სწავლობენ, ხოლო V-XII კლასები ონლაინ რეჟიმში აგრძელებენ სწავლას. 

მშობლების ინფორმაციით, ონლაინ გაკვეთილების ხანგრძლივობა თითოეულ საგანში 20 წუთია.

№11 საჯარო სკოლის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ კომპანია შპს "მანე ლუქსთან“ გააფორმა, სამუშაოების შესრულების ვადად 16 თვეა განსაზღვრული.