დოდო ჭიჭინაძე - ქართველი კინოსა და თეატრის მსახიობი. საქართველოს დამსახურებული არტისტი (1960). საქართველოს სახალხო არტისტი (1976).
დაიბადა 1924 წლის 28 დეკემბერს ქუთაისში. სკოლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ სამედიცინო უნივერსიტეტში ჩააბარა. მაშინ ყველასთვის უცნობი გოგონა ვერის ბაზარში, სრულიად შემთხვევით, რეჟისორ ნიკოლოზ სანიშვილის დედამ დაინახა... იმ დროს ფილმისთვის „დავით გურამიშვილი“ ქეთევანის როლის შემსრულებელს ეძებდნენ. ასე დაიწყო დოდო ჭიჭინაძის კინოში მოღვაწეობა.
გადაღებულია ფილმებში: "დავით გურამიშვილი" (ქეთევანი, 1946), "ჭრიჭინა" (თინა, 1954), "ცისკარა“ (მზია, 1955), "ბაში-აჩუკი" (ნინო, 1956), "ნინო" (ეთერი, 1959), "ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი" (1983), "გაფითრებული თებერვლის ლანდი (მარო მაყაშვილი)" (დოკუმენტური, 2005), "გამცილებელი" (2006), "კადრები კოსმოსში" (დამდგმელი რეჟისორი: შოთა კალანდაძე, 2008), "წარსული სიყვარულის გახსენება" (დამდგმელი რეჟისორი: შოთა კალანდაძე, 2008) და სხვ.
1950 წლიდან იყო კოტე მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი.
გარდაიცვალა 2009 წლის 3 ნოემბერს 84 წლის ასაკში.