ქუთაისის "ტორპედოს"მთავარმა მწვრთნელმა დირკ შუსტერმა ტყიბულის "მეშახტესთან" გამართული მატჩი შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს გამარჯვება გუნდისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო.
მისი თქმით, ჩემპიონატის სტარტი რთული აღმოჩნდა, თუმცა ბოლო შეხვედრაში მოპოვებული დამაჯერებელი გამარჯვება გუნდს დამატებით მოტივაციას მისცემს.
ქუთაისის "ტორპედომ" ტყიბულის "მეშახტე" გუშინ 3:0 დაამარცხა.
"ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო, რადგან ჩემპიონატი ძალიან რთულად დავიწყეთ - რამდენიმე თამაში წავაგეთ და მხოლოდ ერთი მოვიგეთ. თუმცა დიდი ანგარიშით გავიმარჯვეთ და ვფიქრობ, ეს მოგვცემს დიდ ძალას და მეტ შემართებას, რომ შემდეგ მატჩებში კიდევ უფრო მეტად გამოვიჩინოთ თავი“, - განაცხადა შუსტერმა.
7 აპრილს “ტორპედოსა” და “დინამოს” მატჩია ჩანიშნული, რომელიც 21:00 საათზე დაიწყება.