ხმაური და დაპირისპირებაა ამ წუთებში ქუთაისში, ხუნდაძის ქუჩაზე.
არსებული ინფორმაციით, დაპირისპირება ადგილობრივებსა და სამართალდამცველებს შორის მოხდა.
დაკავებულია რამდენიმე პირი.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, სპეცდანიშნულების რაზმი და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.
"ინფო იმერეთი" დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.