შვილმკვდარი დედა ნინო გვიშიანი ხვალ, 12:00 საათზე, ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურასთან აქციას გამართავს.
ნინო გვიშიანი გენერალურ პროკურორს გიორგი გვარაკიძეს სთხოვს, ბოლომდე მიიყვანოს მისი შვილის მკვლელობის საქმე, რომელიც თავადვე დაიწყო, როდესაც სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ხელმძღვანელობდა.
საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი თემო ხადურის დედა მისი შვილის გარდაცვალებაში პოლიციელებს ადანაშაულებს.
თემო ხადურის ცხედარი 2024 წლის 28 აგვისტოს მდინარე წაჩხურას კალაპოტში ადგილობრივებმა იპოვეს.