სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბაღდათში, თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე კაფე-ბარ „საჩვენოს“ საქმიანობა შეუჩერა. ინსპექტირებისას ობიექტზე სერიოზული ჰიგიენური და სანიტარიული დარღვევები გამოვლინდა, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა კი კაფე-ბარის სამზარეულოში დაფიქსირდა.

გამოვლენილი კრიტიკული შეუსაბამობების გამო, ბიზნესოპერატორი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდა და დარღვევების სრულ აღმოფხვრამდე საქმიანობის უფლება შეეზღუდა.

სურსათის ეროვნული სააგენტო კიდევ ერთხელ აფრთხილებს საზოგადოებრივი კვების ობიექტებსა და ბიზნესოპერატორებს, მომხმარებელთა ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მკაცრად დაიცვან დადგენილი სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები.