ქუთაისის ავტობანზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
მიკროავტობუსის და ავტომობილების გადამზიდი ევაკუატორის შეჯახების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა.
"ინფო იმერეთს" შსს-ში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.